ხაზარაძე: 7 საათზე, აქციაზე ველოდებით ყველას, ვისაც ამ სპეცოპერაციით ხმა წაართვეს

ძლიერი საქართველოს ლიდეირ მოქალაქეებს დღეს, რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ მოყწოდებს.

ამასთან, ხაზარაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მუშაობენ იმ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ.

“დღეს 7:00 საათზე, ველოდებით იმ ადამიანებს, ვისაც წაართვეს და არა მარტო ვისაც წაართვეს, ამ სპეცოპერაციით ყველაზე მთავარი და ღირებული – საკუთარი არჩევანი. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და თითოეული ამომრჩევლის ხმას. ეს ასე არ დამთავრდება. რა თქმა უნდა ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას. ეს არ იყო მარტო ტექნიკური საკითხები, კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საკითხები…
რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და მიდის მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც აკვირდებოდა ამ არჩევნებს. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე არ დაადასტურა ეს . ველოდებით სხვა ქვეყნებს. ეს არჩევნები იყო მიტაცებული, იყო სპეცოპერაციით ჩატარებული, იყო რუსული სცენარით განვითარებული და რუსეთს და რუსეთში ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას არ გავატანთ”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ