გამარჯვების მისაღწევად ყველა თქვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როდესაც ერთმა ხმამ შესაძლოა გადაწყვიტონ ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ გამოწვევას და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს – არა! ხვალ მნიშვნელოვანი დღეა – ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ხვალინდელი არჩევანით ქართველმა ხალხმა უნდა მოიპოვოს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დაამარცხებს.
რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით ხდება. სწორედ ასეთი სუსტი წერტილია თბილისი, რომელიც “ოცნებამ” უკვე წააგო და წააგებს ხვალაც, თუ ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე. თბილისის წაგება კი გახდება ის წერტილი, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება.
