ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებას ოპოზიციაში აფასებენ და “ლელოს” არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აფასებენ. მათი ნაწილი, მიიჩნევს, რომ ეს არის “ქართული ოცნების” ლიდერების მცდელობა ლეგიტიმაცია მიანიჭონ 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართლობის არჩევნებს და პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ უარი თქვან წინასწარ გაცხადებულ პოზიციაზე და არ მიიღონ მონაწილება არჩევნებში.
კოალიცია “ცვლილებითვის” ოფისში გამართულ ბრიფინზე კოლაიიცს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ “ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია”.
საუბარია 4 ოტომბერს დაგეგილ ადგილობრივ თვითმმართბელობის არჩევნებზე, რომელში მონაწილების მზაობაც გამოხატული აქვს “ლელოს” , საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან ერთად.
ელენე ხოშტარია განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალება “სასიხარულო ამბავია”, მაგრამ ყველას კარგად ესმის, “რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება”.
“არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია. მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას „ლელოსგან“, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით მიესალმებიან “ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები”.
ამასთან ცისკარიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები ს კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ პოლიტიკოსები ციხეში არ იქნებიან, მათ შორის მან იგულისხმა ყოფილი პრეზიდნეტი .
„არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის, დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს რომელსაც ექნებოდა საშუალება სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება, მიდგომა და სურვილი არის ის, რომ საარჩევნო პროცესი, ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი თუ ლიდერი პირი არ იყოს ციხის საკანში გამოკეტილი“,- თქვა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე
„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა “ლელოს” ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძუს შეიწყალების საფუძვლად დაასახელა ის, რომ “არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.”
პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის ს თქმით, “კონკრეტულად პოლიტპატიმარ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შეწყალებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის 4 ოქტომბერს არჩევნებადწოდებული ფარსის, თუნდაც მოჩვენებითი ლეგიტიმაცია, საზოგადოების მცირე ნაწილშიც კი”, ამიტომ ჩერგოლეიშვილის სიტყვებით, განსხვავებების მიუხედავად, ის მოუწოდებს “ლელოს” დაუბრუნდეს “ერთობის რაციონალურ გზას” და “ხელი აიღოს ქართველი ხალხის მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზახველობაზე ხალხის მოტყუებაში და დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა”.
ყაველაშვილის შეყწალების აქტი მედიასთან შეაფასეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმაც. პარტიის მერობის კანტიდატისა და მოქმედი მერის კახა კალაძის თქმით ეს “ჰუმანური აქტია. მან შეიწყალა 2 დამნაშავე” მანვე თქვა რომ “უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ”.
კალაძემ უპასუხა შეკითხვას, რომ პოლიტიკოსებს ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ, მიუხედავდ მისი შეთავაზებისა ნიშნავს ეს თუ არა, მათი ნების საწინააღმდეგოდ შეწყალებას.
“რას ნიშნავს მათი ნების წინააღმდეგ [იწყალებს]?! თუ მათ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ კაცო, კი არავინ აძალებს. პრეზიდენტს აქვს ამის უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა ახსნა თუ რა არის მიზანი. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ძალიან მარტივია,“ – თქვა კალაძემ.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, მისულმა “ლელოს” ერთ-ერთმა წარმომადგნელებმა ალეკო ელისაშვილმა ყაველასვილის შეწყალების აქტი შეაფასა, როგორც ყაველაშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ მოფიქრებული “ჩათლახობა” რაც მისი თქმით, ემსახურება მიზანს, რომ „გაგვაბანძონ“ და “ტალახი გვესროლონ”.
მანვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ – “არჩევნებში „ქართული ოცნება“ უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ, ახლა უფრო ომახიანად”.
„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა დრეს 5 სექტემბერს ფეისბუკზე გამოქვეყენბული პოსტით განაცახდა, რომ შეიწყლა “ლელოს” ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე.
“ლელოს” ლიდერები ციხეში სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღმოჩნდნენ, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად.
კომისია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალების შემდეგ ციხეში რჩებიან სხვა ოპოზიციური ლიდერები – ზურა ჯაფარიძე, , , , ასევე პოლიტიკოსები გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
პარტია “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს დააკავეს – მათ გირაო გადახდილი ჰქონდათ და საბოლოო განაჩენს, 8-თვიან პატიმრობას, პარტიის ოფისში დახვდნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა, მიემართათ შეწყალების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებდნენ.
რომ არა ყაველაშვილის შეწყალება, მათ საპატიმროში ყოფნის ვადა 2025 წლის 23 თებერვალს ეწურებოდათ – თვითმმართველობის არჩევნების თარიღიდან 5 თვის შემდეგ.
2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიებიდან “ლელოს” გარდა, მონაწილეობს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაც – თბილისში მერის პოსტზე ამ ორ პარტიას საერთო კანდიდატიც კი ჰყავს, ირაკლი კუპრაძე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა