ხაზარაძე წვრთნების გაუქმებაზე: ერთადერთი გამოსავალია, რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ

33 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები აშენებდნენ ჩვენთან ერთად და გვეხმარებოდნენ ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. [ამ პერიოდში] ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცერთა კორპუსი გაიზარდა საერთაშორისო სტანდარტის დონეზე, ნატოს სტანდარტის დონეზე.
ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, გააგრძელონ არანაირი პროექტი ქართული ოცნების, რომელიც რუსულ პოლიტიკას წარმოადგენს საქართველოში. მომავალში ერთადერთი გამოსავალია, რომ ოქტომბერში რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ.
თქვა პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა -ს მიერ სამხედრო წვრთნების, ღირსეული პარტნიორის განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას.