ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ. კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, ეს ხომ სამარცხვინოა – სოზარ სუბარი

ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ. კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, ეს ხომ სამარცხვინოა – სოზარ სუბარი
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმად „მართალია ის პროკურორი არ არის, მაგრამ არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში”. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხაზარაძეს, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის ფუჭი ამბიცია აქვს, პროკურატურის ფუნქციებზე წარმოდგენა არ აქვს.
„ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო “ნაცმოძრაობასთან” და რეჟიმის მთავარი „ჰალსტუხიანი რეკეტიორი” იყო, ახლა ცდილობს მკვლელებს და მწამებლებს გაემიჯნოს, რაც გამორიცხულია.
საზოგადოებამ კარგად იცის მისი წარსული. მეორე უბედურება არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს და პროკურატურის ფუნქციებში ვერ ერკვევა, ელემენტარულად ისიც კი არ იცის, რა უფლებამოსილება აქვს ამ ინსტიტუციას. მეორე მხრივ, მისი სიტყვები, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი, დამაფიქრებელია. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ სათავეში დაბრუნდება, შექმნის ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც მისთვის მიუღებელ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაედგომება. ეს არაფერია, თუ არა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ხელწერა, რაც ასევე მისი ხელწერაცაა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Previous: ფაქტი, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება კონსტიტუციას კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ, მისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი უმნიშვნელო საკითხია

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი