“ხაზარაძე სააკაშვილის და კეზერაშვილის საბედისწერო შეცდომებს იმეორებს” – ჩერგოლეიშვილი –

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
საქმე ისე მიდის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი, ოპოზიციური ოლიგარქიის ნარჩენებთან ერთად გადაირეცხება. ჟანრის ლოგიკა ასე განვითარდა. (ხაზარაძემ სააკაშვილის და კეზერაშვილის მაგალითებიდან ვერაფერი ისწავლა და მათ ყველაზე
საბედისწერო შეცდომებს იმეორებს).

მაგრად მიხარია, რომ სამოქალაქო საპროტესტო და პროფესიული ჯგუფები ე. წ. (!) არჩევნების ბოიკოტს უერთდებიან. ფარსის არ აღიარება და რეჟიმის იზოლირება ყველა საფეხურზე – ესაა ერთადერთი სწორი გზა გამარჯვებამდე და ეს მოძრაობა უნდა გაფართოვდეს! გვახსოვდეს, რომ ჩვენ რეჟიმის მოწინააღმდეგეთა 70 პროცენტის აზრს გამოვხატავთ!

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ