ხაზარაძე-მელიას სტრატეგიული თანამშრომლობა – შედგება თუ არა ყოფილი “ნაციონალისა” და ყოფილი ბანკირის პოლიტიკური ერთობა

“ლელოს” ლიდერმა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობა არ გამორიცხა და ამაზე უკვე ღიად ისაუბრა. ხაზარაძის ნაცვლად, პარტიის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ხედვას გულისხმობს, რომელიც “ლელოსა” და ს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ, თუმცა, ირაკლი კუპრაძეს არ დაუკონკრეტებია სამომავლოდ რა სახის თანამშრომლობა შედგება მათ შორის.
ხაზარაძესთან პარტნიორობას არც მელიას გუნდი უარყოფს, თუმცა ამტკიცებენ, რომ საარჩევნოდ “ლელოსთან” გაერთიანებას არ აპირებენ. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლებს.
ხაზარაძისა და მელიას პარტნიორობამ ახალი ეჭვები გაუჩინა “ნაციონალურ მოძრაობას”. პარტიაში ვარაუდობენ, რომ სწორედ ხაზარაძესთან მოლაპარაკების გამო აჭიანურებდა მელია “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას. პარტიის მოქმედი წევრებისგან განსხვავებით კი ყოფილები დარწმუნებულები არიან, რომ მელია ხაზარაძის ერთობა არ შედგება.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვებას ნიკა მელია და , ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე ვერ მოახერხებენ. “ქართული ოცნების” შეფასებით, “ლელოს” მხრიდან ახლა სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი, ადასტურებს, რომ მელია და ხაზარაძე წარსულშიც თანამშრომლობდნენ და საერთო ინტერესიც მუდმივად ჰქონდათ.
კონკრეტულად რა სახის თანამშრომლობა ჩამოყალიბდება ნიკა მელიასა და ს შორის, ჯერ უცნობია. მელიამ “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დატოვა, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია როდის გეგმავს ის ახალი პარტიის დაფუძნებას.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე