ხაზარაძე: კიდევ ვადასტურებ, რა პრინციპებზეც გუშინ მოვილაპარაკეთ, მე მზად ვარ

პარტია ლელო – საქართველოსთვის ლიდერი ამბობს, რომ კოალიციაში იყო მზაობა გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთან წინასაარჩევნო გაერთიანების საკითხზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით.
ის ამბობს, რომ მზად არის, წინასწარ მოლაპარაკებული პირობები და პრინციპები დაიცვას.
“პრეზიდენტის ჩართულობით, გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას, მე ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით, დღეს 2 საათზე თქვენ დამხვდით და იქაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს და დაახლოებით 3 თუ 4 იყო დაწყებული, ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპები არის, ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, ქართული ოცნების გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე მე მზად ვარ.
არც ეს არის ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული, იმიტომ რომ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს დღეს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხებია და ა.შ. მე პირადად და ბადრიმაც შევძელით, დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, შემდეგ იცით რომ აქ არიან , ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან კოალიციის პარტნიორები, მე მათ პატივს ვცემ, ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი, მაგრამ რახან მე აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.