ხაზარაძე: კვოტირების გაუქმება მიუღებელია, როდესაც ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი

ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი შემადგენელი. ლელო დგას ამ პროცესის გაძლიერების მხარეს.
კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო. კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი.
წერს პარტია ლელოს თავმჯდომარე .
დღეს, 1 აპრილს გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება.