მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნდა გამოვიდეთ ამ არჩევნებზე, უნდა გამოვიდეთ და არ დავუთმოთ არც ერთი ხმა “ქართულ ოცნებას”. ხმამაღლა ვამბობ, ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება ქართულ ოცნებას – ეს ასეა, იმიტომ, რომ მისი ხმა პირდაპირ ეთვლება კალაძეს. არ მინდა, რომ “რუსული ოცნების” გენერალური მდივანი, უკვე მესამე ვადით მართავდეს თბილისს. არ შეიძლება, რომ ამ კლანმა ასეთი კორუმპირებული მეთოდებით მართოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ჯიბეში და ჩვენ ბიუჯეტში ხელები აფათუროს.
ამიტომ, როდესაც ასეთი საკითხი დგება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზეპარტიული გადაწყვეტილება მიიღო, ყოველთვის. ეს არც დამიმალავს… ჩვენთვის ის მემორანდუმი, რომელიც “გახარია საქართველოსთვის”-თან გავაფორმეთ, არის პარტიის ზემოთ დადებული მემორანდუმი. სამშობლოზე, ქვეყანაზე ვლაპარაკობთ და პირადი წყენები უნდა გადავდოთ. ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, მაგრამ ჩვენ დღეს გადასარჩენი გვაქვს თბილისი და ის მუნიციპალიტეტები და ქალაქები, პირველ რიგში, რომლებიც მოგებული გვაქვს.
ამიტომ მე მივმართავ, სხვა ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერი პარტნიორების ამომრჩევლებსაც, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები, ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენ პროტესტში ვიქნებით ერთად და გავაგრძელებთ ამას, მაგრამ ამ არჩევნებს ნუ გამოტოვებთ, ნუ იქნებით პასიური დამკვირვებელი.