ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ და რჩებიან ბიზნესის მხოლოდ წესებით და კანონებით კეთების სიმბოლოებად – ზურაბ ნიკვაშვილი

საკონსულტაციო კომპანია “პრაიმ ტექსის” დირექტორი და მმართველი პარტნიორი ზურაბ ნიკვაშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება და მათი დაკავების გამო წუხს.
ზურაბ ნიკვაშვილის შეფასებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ და რჩებიან ბიზნესის წესებით და კანონებით კეთების სიმბოლოებად.
“პრაიმ ტექსის” დირექტორის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
„მამუკასთან და ბადრისთან, როგორც ბიზნესკონსულტანტს, 27-წლიანი საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. საგადასახადო და საფინანსო საკითხები, რომელთა მოგვარება-გადაწყვეტაში ჩვენ ვიყავით ჩართულები, იყო ერთობლივი ძალისხმევა “გამრუდებულის გასასწორებლად”.
ჩემთვის ეს ორი პერსონა და ახლა უკვე მეგობარი, იყვნენ და რჩებიან სიმბოლოებად ბიზნესის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის წესებისა და კანონებით კეთებისა, რაც ასე იშვიათი იყო მაშინ და რამაც განაპირობა არაერთი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში.
გული მტკივა, რომ ისინი ამ პოსტს უჩვეულო გარემოში წაიკითხავენ და უნებურად მახსენდება ბწკარედი გალაკტიონის ლექსიდან “არის ამქვეყნად დაგვიანება – მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?”, – წერს ზურაბ ნიკვაშვილი.
შეგახსენებთ: 24 ივნისს 7 თვით დააკავეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, . 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე – მათ 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ამავე დღეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს.