“ხაზარაძე გაუგებრად ჯიუტობს – რუსები არჩევნებს არ ატარებენ, შეიგნეთ!” – ლაშა ბუღაძე

თავს ნუ მოიტყუებთ: იმიტომაც ამბობს ზოგად ტერმინ “ერთობას”, რომ ერთობა არაა პარტიებს შორის ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში ჩასატარებელ თვითმმართველობის არჩევნებზე. რა უნდა თქვას სალომე ზურაბიშვილმა გარდა იმისა, რაც თქვა – რომ ის იქნება იმ ერთობის მომხრე, როგორ ერთობაზეც პარტიები შეთანხმდებიან. და აქ კი რაღაც აბსურდთან გვაქვს საქმე: “ლელო” მერამდენედ იტყუებს თავს უარგუმენტო ოპტიმიზმით და როგორც ჩანს, ამ ფსევდო-არჩევნებში აპირებს შესვლას, რაც უდიდესი შეცდომა და შეცდომაზე მეტიცაა – კატასტროფაც კი, მას კი ალბათ ადევნებული ლამპარივით მიჰყვება გეოგრაფიულად განრიდებული გახარიას ჯგუფი და ძველი ქოცებიც, აწ ექსპერტებად ქცეულები… რომლებიც არჩევნების მეორე დღესვე მოჰყვებიან გოდებას: როგორ გააყალბა ივანიშვილმა. , რომელიც ახლა პოლიტპატიმარია და უთუოდ დიდ პატივს ვცემ ამ მხრივ მის თავდადებას, ბევრისთვის გაუგებრად ჯიუტობს და რაც მთავარია, იმ ხალხს არ უჯერებს, ვისზეც დგას ჩვენი ისტორიისთვისაც კი უჩვეულოდ დიდი პროტესტი: ივანიშვილთან შეურიგებელ საზოგადოებას, ვინც აღარასდროს მიანიჭებს ლეგიტიმაციას ივანიშვილის რუსულ ბანდას. რუსები არჩევნებს არ ატარებენ. შეიგნეთ!.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად