ხაზარაძე: ბრძოლა არის დიდი, გაერთიანების გარეშე საქართველოს ვერ დავაყენებთ ფეხზე

ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა, ამიტომ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში და რატომაა გადამწყვეტი ბრძოლა? იმიტომ, რომ ასეთი კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევნებზე არ ჰქონია, ასეთი რადიკალური შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის არჩევანის სხვა მიმართულებით, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ეს არჩევნები არის წყალგამყოფი ან ვიქნებით ჭაობში და ვიქნებით ოკუპანტის უღლის ქვეშ ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად და იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, ჩვენი მოქალაქეობა, ჩვენი დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული.
ამისთვის, სწორედ ამისთვის არის ერთი რამ საჭირო, და ამ ერთ რაღაცას, ყველა სხვა რაღაცასთან ერთად, ჰქვია ერთობა. ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ვერ დავაყენებთ ფეხზე, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან, ამ არაჩვეულებრივ მებრძოლ ქალთან, სთან, რომელიც მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს ნათელი, გამჭვირვალე, რომ გვქონდეს გამჭვირვალე და მოწესრიგებული სასამართლო სისტემა, რომ ბავშვები არ შიმშილობდნენ და უამრავი რამ, რისთვისაც ანას თავისი მთელი ენერგია და ცოდნა აქვს ჩადებული…
…მე ვარ ბედნიერი, რომ ლევანმა [ცუცქირიძემ] და მისმა მეგობრებმა მიიღეს ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება და შემოვიდნენ პოლიტიკაში და დღეს მივესალმები თითოეულ მათგანს.