ეს სამარცხვინო სპექტაკლი ასე დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა, ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი. ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩემი დაჭერით და ალბათ, ბადრისაც იგივე სასჯელს გამოუტანენ, რომ ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს, გამორიცხულია. სადაც არ უნდა ვიყოთ, საკანში ვიქნებით თუ გარეთ, ეს ბრძოლა გაგრძელდება.
მოგიწოდებთ ყველას, სრული მობილიზაცია გააკეთეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ თუ ყველა გამოვალთ. ყველა ლიდერი არის ციხეში. ჩვენ დღეს გვაქვს იმის იმედი, რომ ეს საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით თბილისში და რამოდენიმე დიდ ქალაქში, დაირაზმება და ამათ გავყრით. დემონტაჟი, დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან.
ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა – ზურასაც, ნიკასაც, ნიკასაც. ახლა სახლში ჯდომა, ხელების ჩამოყრა, ყურების ჩამოყრა არის დანაშაული და ეს უნდა ბიძინას. ამის უფლება არ უნდა მივცეთ. თბილისი უნდა დავიბრუნოთ და დავშალოთ ეს რუსული რეჟიმი და ამას გავაკეთებთ აუცილებლად.
ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!
