კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მათი პარტიის პოზიციას განმარტავს.
TV პირველის ეთერში მან თქვა, რომ მის პარტიაში ემხრობიან, “ბრძოლის გარეშე არ დათმონ არაფერი”, თუმცა აღნიშნა, რომ “ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო შევარდებიან არჩევნებში”.
ის ამ საკითხზე “მსჯელობის გახსნის” აუცილებლობაზე საუბრობს.
“მე ვფიქრობ, დღეს ალტერნატივა ამ ხელისუფლებას მხოლოდ გაერთიანებაში, დიალოგში, კარგად აწონ-დაწონაში აქვს. მინდა, რომ მსჯელობა გაიხსნას. ჩვენ პარტიაში ჩვენ ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში და ეს არ ნიშნავს, რომ ამან უნდა დაანგრიოს რაღაც… ჩვენ შევხვდებით არა მხოლოდ პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ ყველა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქვს არგუმენტი, რატომ სჯობს ბოიკოტი, ან სხვა ტაქტიკა საერთო ბრძოლის მოსაგებად”, – ამბობს ის.