ხაზარაძე არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა, კომედიაა, 2-პროცენტიანი პარტია რომ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს

ხაზარაძე არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა, კომედიაა, 2-პროცენტიანი პარტია რომ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, კომედიაა, როცა 2-პროცენტიანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.
პაპუაშვილის თქმით, „ლელომ“ 2020 წელს არჩევნებში აიღო სამი პროცენტი, 2021 წელს კი, 2 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.
„რაც შეეხება „ლელოს“ სხვადასხვა სახის კამპანიას, ცდილობენ, საკუთარი მედიის საშუალებით რაღაცნაირად თავი შეინარჩუნონ მედიის დღის წესრიგში, თორემ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ მათი ყოფნა-არყოფნის სკაითხი პოლიტიკური თვალსაზრისით. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ 2-პროცენტიან პარტიაზე. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი.
ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები. 2-პროცენტიანი პარტია რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს თავისთავად უკვე კომედიაა. ამ კომეიდის ჟანრში არიან დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში აიერევიან ხოლმე, ხან თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებში, მათ შორის ვნახეთ, რომ ს პირდაპირ წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ს მიმართ, მათ შორის, ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე.
სულ ახალახან იყო ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც გუშინაც იყო საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარის შემცველია, როცა ამ ბანერზე პირდაპირ იკვეთება მქუარა. მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირლები მილიონრები, ეს კარგად ვიცით, როგორც რუსული გარემოდან, ასევე, ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ, ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მაშინ, როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას მიაქციო საზოგადოებამ ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Previous: პენსიის ზრდა იქნება ეტაპობრივი და 1 000 ლარამდე 2028 წელს გაიზრდება – ბადრი ჯაფარიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი