ხაზარაძე ამბობს, რომ გახარიასთან შეთანხმებისთვის მზად იყო

„ლელოს“ ლიდერი ამბობს, გაერთიანებისთვის მზად იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მიდიოდა, როდესაც გახარიას პარტიამ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
„გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს, 14:00 საათზე გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად და ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. დაახლოებით 15:00 საათი იყო თუ 4 იყო დაწყებული, მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. ჩვენ იმ პრინციპებზე, რომელიც გუშინ მოვილაპარაკეთ, მე ზად ვარ“, — განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ის მოლაპარაკებებში წარმოადგენდა არა მხოლოდ „ლელოს“, არამედ კოალიციაში შემავალი სხვა პარტნიორების პოზიციას.
„მე რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით“, — თქვა ხაზარაძემ.
„ლელოს“ კიდევ ერთმა წევრმა საბა ბუაძემ თქვა, რომ გახარიას პარტიის მიერ გამოქვეყნებული განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ძირითად პრინციპებზე მხარეები შეთანხმებული იყვნენ და პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ემზადებოდნენ.
მისივე თქმით, პარიტეტი ყოფილ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის შეთანხმებულია, დამატებით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული„ლელოს“ ირგვლივ შემოკრებილი კოალიციის სხვა სუბიექტები (, , „თავისუფლების მოედანი“).
პარტია „საქართველოსთვის“ ცნობით, „ლელოსთან“ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობდა. „ლელოს“ თქმით, გახარიასთნ შეხვედრა პრეზიდენტთან დღეს, 16:00 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა მანამდე პარტია „საქართველოსთვის“ გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. გახარიას პარტია ამბობს, რომ შიდა კონსენსუსს მეორე მხარემ ვერ მიაღწია.
· გახარია და ხაზარაძე გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
· ჩვენი მხრიდან [გუნდში] პოზიციები თითქმის შეჯერებულია – ხაზარაძე გახარიასთან გაერთიანებაზე
· „ჩვენ არ ვართ მარტო ერთი პარტია, უბრალოდ ჯერ ღიად არ გაგვიცხადებია“ — გახარია