ხაზარაძეს ხაზგასმა უნდა რომ დისტანცირებულია “ნაცმოძრაობიდან” და კეზერაშვილის ფულს ვერმიმწვდომი მელია არის მისი მოკავშირე – გიორგი ვოლსკი

მმართველი გუნდის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ლელო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” დიდი ხანია თანამშრომლობს. ამასთან, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ ხაზარაძე-მელიას არანაირი რესურსი არ აქვთ.
“ხაზარაძეს კიდევ ერთხელ ხაზგასმა უნდა, რომ დისტანცირებულია “ნაცმოძრაობიდან” და კეზერაშვილის ფულს ვერმიმწვდომი მელია არის მისი მოკავშირე. როგორც ვამბობდით, იქმნება გარკვეული პლატფორმები, რომლებიც გაერთიანდებიან თითქოსდა “ნაცმოძრაობის”, ამ სისხლიანი 9 წლის დისტანცირების ლოზუნგით… გამოჩნდება კიდევ სხვადასხვა პლატფორმები ფორმალურად ერთმანეთთან დაპირისპირებული, თუმცა თავისი იდეით და შინაარსით, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” შეიძლება ეწოდოს მათ,” – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, ხაზარაძე-მელიას სავარაუდო თანამშრომლობაზე მმართველი გუნდი დიდი ხნის წინ საუბრობდა, თუმცა “ლელო” ამას უარყოფდა და არასდროს ამხელდა. ამასთან, სარჯველაძის შეფასებით, აღნიშნულ თანამშრომლობას პოზიტიური შედეგები ვერ ექნება.
ცნობისთვის, “ლელოს” თავმჯდომარე სთან თანამშრომლობას აანონსებს. “მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები” – აცხადებს . ხაზარაძის თქმით, მელიასთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა, სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. რაც შეეხება ნიკა მელიას თანაგუნდელებს, ენმ-ის ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე “ლელოსთან” თანამშრომლობას მიესალმება, თუმცა, ამბობს, რომ ისინი[იგულისხმება ენმ-ის ყოფილი წევრები და ნიკა მელიას მხარდამჭერები] 2024 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად იქნებიან წარმოდგენილები და მათ ცალკე საარჩევნო ნომერი ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მდინარაძეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს – სუს-ის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს

20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი