,, ხაზარაძეს რომ ჭკუა ყოფნოდა და გახარიასთანაც შეეკრა ალიანსი იდეალური იქნებოდა თემატურად” – ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართევლოს” წევრი, :
,,დამავიწყდა, რომ მივსალმებოდი ანა დოლიძის და ს, ანუ მემარცხენე ფლანგის (მინიმალური ხელფასი, სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი და ა. შ.) ლელოში დაბინავებას.
ხაზარაძეს რომ ჭკუა ყოფნოდა და გახარიასთანაც შეეკრა ალიანსი იდეალური იქნებოდა თემატურად, მაგრამ გახარიას უფროსად ალბათ თავს ვერ იგრძნობს და ეს აბრკოლებს.
ასეც კარგია.
თემატურად წესრიგდება ველი.
ერთადერთი აჰალი რევს – გაუგებარია, ნაცებს რატომ არ უერთდებიან, როცა არაფერი მათგან არ განასხვავებს, არც იდეოლოგიურად, არც პოლიტიკურად.
თანაც, პოლარიზაციაში იგივე შეიძლება მოუვიდეს, რაც 2020 წელს ნაცებში გადადღლეზილ უგულავას პარტიას მოუვიდა, ისე, რომ მოქნეულმა იდაყვებმაც არ უშველა – ანუ საფრთხე აქვს აჰალს რომ ბარიერი ვერ გადალახოს.
(2020 წელს ევროპულ საქართველოს რეიტინგი 7 % იყო არჩევნებამდე (3.7 ავიღეთ), 2018 წელს 16% ჰქონდა ბაქრაძეს (ვაშაძეზე ორჯერ მეტი, მაგრამ 10 აიღო) – პოლარიზაციაში გავპარტახდით, იმიტომ რომ ამ დინოზავრებს ნაცებისგან ვერ არჩევდნენ).
P.S. ბარიერის შიშის მოსახსნელად თამაშს გთავაზობთ – ოპოზიციის ასაღები 65-70 პროცენტი ანაწილეთ ხოლმე პარტიებზე.
თან ცოტავდება გასანაწილებელი პარტიები:
– ევროპული საქართველო
– ნაცაჰლები (ერთად თვალეთ)
– ლელო
– გახარია
– გირჩი
-ლეიბორისტები
ითამაშეთ პროცენტებით და დამშვიდდებით 🇬🇪”