ხაზარაძეს ბრალს უყენებენ წულუკიანის კომისიაში არ მისვლის გამო

დღეს, 1 აპრილს პროკურატურა აპირებს ბრალი წარუდგინოს “ლელოს” დამფუძნებელსა და კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ ს. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.
“ივანიშვილი აგრძელებს მისი მთავარი ოპონენტების დევნას! 13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად. 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში – ბრალის წარსადგენად. ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან”, – წერს ირაკლი კუპრაძე.
მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ “ოცნების” პარლამენტში შექმნილი ს საგამოძიებო კომისიის განცხადების საფუძველზე აღძრა. მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა წულუკიანის კომისიაში მონაწილეობაზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება. ხაზარაძის გარდა კომისიაზე სხვა არაერთი ადამიანიც არ მივიდა, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს