ხაზარაძეს, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების არანაირი საფუძველი არ აქვს – გია ვოლსკი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ უპასუხა და აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძეს, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების არანაირი საფუძველი არ აქვს.
მისი თქმით, ხაზარაძემ პროექტის განსახორციელებლად ინვესტორები ვერ მოიზიდა და ამერიკულ კომპანიას შირმად იყენებდა, რის გამოც, პროექტში მთავრობის გარდა, 1 ცენტი არ ჩაუდია არავის.
“მამუკა ხაზარაძე მილიარდ ნახევარს ითხოვს საქართველოსაგან, რომ მას აუნაზღაურონ ის დანაკლისი თუ ის ზარალი, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ანაკლიის პროექტის შეჩერებამ გამოიწვია. არადა, რეალობაში, იგი სახელისუფლებო სისტემას, მთავრობას სთხოვდა, გარანტია მიეცა მისთვის, თუ ტვირთებით ვერ უზრუნველყოფდა პორტს, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა გადაეხადა მილიონობით დოლარი. თანაც, არც ინვესტორი მოიყვანა და ამერიკული კომპანიის სახელი ჰქონდა შირმად გამოყენებული. 1 ცენტი არავის არ ჩაუდია ამ პროექტში მთავრობის გარდა და 42-ჯერ თუ 43-ჯერ შეცვალეს კონტრაქტის პირობები იმისთვის, რომ კვლავ მამუკა ხაზარაძისთვის მიეცათ საშუალება, რომ პროექტი განევითარებინა. საერთოდ, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების არანაირი საფუძველი მას არ აქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით