ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და “ლელოს” საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი, “ლელოს” კამპანიას, რომელიც ს წინააღმდეგ არის მიმართული, სოციალურ ქსელში აფასებს.
იონათამიშვილის განცხადებით, მ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და ამ კამპანიის ფარგლებში დამზადებულ ერთ-ერთ ბანერზე, ბიძინა ივანიშვილს “ლელოს” საარჩევნო ნომრით შუბლი გაუხვრიტა.
“შემთხვევით, სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი… ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება, სინამდვილეში ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა (ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის, იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი) და ნაცების ლეღვის ფოთოლი ლელოს საარჩევნო ნომრით, ცხრიანით, ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა… როგორც ჩანს, ნაცებიდან მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები ბანერზე.” – წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი