ხაზარაძემ ის 9 პუნქტი გაასაჯაროვა, რომელზეც კონსულტაციების დროს, გახარიასთან შეთანხმდა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მ ის 9 პუნქტი გაასაჯაროვა, რომელზეც პრეზიდენტთან კონსულტაციების დროს, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა.
“ეს იყო რაზეც შევთანხმდით:
1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით – 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის “ქართული ქარტია”;
2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია “ქართულ ოცნებასთან” და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;
3. გახარია თავად არ იქნება “ძლიერი საქართველოს” პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე);
4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 “ლელო”/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია) P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება;
5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას “ძლიერი საქართველოს” პროგრამასთან და თავისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი;
6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით;
7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება – თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან
8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმომადგენლები და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც;
9. მართვა, საბჭო. მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი):12 გახარია; 12 “ლელო”; 3-3 კოალიციიდან”, – წერს ხაზარაძე Facebook-ზე.
***
მანამდე მან ბრიფინგი გამართა, სადაც გახარიასთან ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. ხაზარაძის თქმით, გახარიას მიერ დასახელებული 3 პირობა [ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი, კოალიციის დაუშვებლობა ოცნებასთან და ენმ-სთან] ტექნიკურად და სამართლებრივად შეუძლებელია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გახარიას მიერ შემოთავაზებული ფორმულირება, “რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს”, თუმცა თუ ის პრეზიდენტთან მოალაპარაკებების დროს შემუშავებულ 9 პუნქტს დათანხმდება, მზად არის მასთან ითანამშრომლოს.
დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც გამართა ბრიფინგი, სადაც 3 პრინციპი დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში მამუკა ხაზარაძის კოალიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.