ხავი: ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს, ეს დასასრულია

ლა ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონამ” “ვილიარეალს” უმასპინძლა და 3:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
“ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლო იქნება, არ მინდა “ბარსელონასთვის” პრობლემად ვიქცე, ამიტომ ივნისში გუნდს დავტოვებ.
ენერგია ისევ გამაჩნია და ამ სეზონში ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩებით. ახლა ნაკლებად გამაკრიტიკებთ, რადგან გეცოდინებათ, რომ სეზონის ბოლოს მივდივარ.
კლუბი უპირველესია, მე “კულე” ვარ და ეს კლუბი მიყვარს, ლაპორტას იგივე ვუთხარი”, – განაცხადა
ხავიმ.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილში 44 ქულით მე-3 ადგილს იკავებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში