ხავი სამწვრთნელო კარიერის განახლებას ივნისში აპირებს

“ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხავიმ განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობის განახლებას ივნისში გეგმავს.
“ივნისამდე დასვენება მჭირდება და ამის შემდეგ მზად ვარ, კლუბებისა და ეროვნული გუნდების შემოთავაზებებს მოვუსმინო.
რატომ არ უნდა ჩავიბარო ნაკრები, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის?! მსურს, მივიღო მონაწილეობა ახალ პროექტში, რომელიც შთამაგონებს გამარჯვებისკენ. მინდა გავაგრძელო მწვრთნელობა”, – ციტირებს 45 წლის ესპანელ COPE.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში