ხავი: მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ

“ბარსელონას” მწვრთნელმა ხავიმ “მარკასთან” გუნდში თავის მომავალზე და “კადისთან” მატჩზე გააკეთა კომენტარი.
“ბარსადან” ჩემი წასვლის შესახებ მუდამ ერთსა და იმავეს ვლაპარაკობ. არაფერი არ შეცვლილა. ახლა ყველაფერი პოზიტიურადაა. დინამიკის კლუბის სასარგებლოდ შეცვლას ვაპირებ. გადაწყვეტილებას არ შევცვლი.
“კადისმა” ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო. გადარჩენისთვის იბრძვიან. ეს თამაში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რთული დაპირისპირება გველის. თუ გვინდა ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ გამოვეთიშოთ, სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ. თუ წავაგეთ, პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდება. ჩვენ პირსახოცის გადაგდებას არ ვაპირებთ. გუნდის ზედმეტად მოტივირებას საჭიროდ არ ვთვლი”.
· შინი.GE
· მარაო

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში