ხავი „ლევანტესთვის“ ახალი ტალანტების მოსაძებნად საქართველოში ჩამოდის

ხავი „ლევანტესთვის“ ახალი ტალანტების მოსაძებნად საქართველოში ჩამოდის
სპორტული გაერთიანება Levante აცხადებს მორიგ ID Talent პროექტს საქართველოში, ქალაქ თბილისში. ამის შესახებ ინფორმაციას Levante ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ მისცეს ახალგაზრდებს უნიკალური შანსი, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის.
„აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, Levante არა მხოლოდ ეძებს მომავალ ტალანტებს, არამედ ასევე აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას რომ პირველი მაღალი რანგის სპორტული გამოცდილება მიიღონ პროფესიონალურ ფეხბურთში.
აღნიშნული პროექტი საშუალებას მისცემს მონაწილეებს რომ გამოსცადონ ჩვენი საფეხბურთო კლუბის პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც მივდევთ პროფესიონალი ფეხბურთელების გამო წრთვნისთვის.
დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ღონისძიება, იქნება დასაწყისი ფუნდამენტური კავშირების დამყარებისა საქართველოს მხარესთან. ვიმედოვნებთ რომ შესაძლებელ იქნება, ქართველმა დამწყებმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ ჩვენი ექსპერტები წინაშე. ასევე გვჯერა, რომ ეს დიდი მოტივაცია იქნება, დამწყები ფეხბურთელებისთვის და ასევე ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს მომავალი დიდი ფეხბურთელები პირველებმა აღმოვაჩინოთ საქართველოში! გაიარეთ რეგისტრაცია ლევანტეს შესარჩევზე 19 და 20 აგვისტოს თბილისში!“, – აღნიშნულია განცხადებაში.