ხავი: ახლა “ბარსელონას” 6 ქულით მეტი უნდა ჰქონდეს

ლა ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონა” “ბეტისს” ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა მსაჯების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი შეცდომების გამო “ლურჯ-ბროწეულისფერებს” სატურნირო ცხრილში 6 ქულით ნაკლები აქვს.
“ხეტაფესთან” პენალტის ეპიზოდი კარგად მახსოვს, ასევე – რაფინიას მომენტი “რაიო ვალეკანოსთან”, ასევე – ფელიქსის არჩათვლილი გოლი “გრანადასთან”.
ახლა 6 ქულით მეტი უნდა გვქონდეს, თუმცა ასეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ეს ერთადერთი გზაა”, – განაცხადა ხავიმ.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მესამე ადგილს
იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში