ხავიმ “ბარსელონასგან” კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა კლუბიდან წასვლაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და მის შემცვლელად ჰანსი ფლიკი მიიწვია.
ხავისა და მის სამწვრთნელო შტაბს კლუბისგან 15 მილიონი ევროსა და პლუს კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლოთ, თუმცა ერნანდესის თქმით, ის ამის გაკეთებას არ აპირებს.
“ამის შესახებ აქამდეც ვთქვი, “ბარსელონასგან” კომპენსაციის მიღებას არ ვაპირებ და ჩემს სიტყვას შევასრულებ.
ლაპორტას ვესაუბრე, მან ამიხსნა რატომ მიიღო ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება. ის არის ერთადერთი, ვინც ასეთ საკითხებს წყვეტს, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ჩავეხუტეთ და ყველაფერი
საუკეთესო ვუსურვეთ. ახლა კი დროა მათი გულშემატკივარი გავხდე”, – განაცხადა ხავიმ.