ხავიერ კოლომინა – კარგი შეხვედრა მქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან – ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კარგი შეხვედრა მქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNPG) მე-10 წლისთავის აღნიშვნა და რეგიონალური განვითარებები.
“ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს ხავიერ კოლომინა.

ასევე დაგაინტერესებთ