ხადიჯა ისმაილოვამ პოლიციას ჩვენება არ მისცა

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა 14 მარტს სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციაში დაკითხვაზე, თუმცა ჩვენების მიჩემაზე უარი თქვა.
ხადიჯა ისმაილოვა ამჟამად აზერბაიჯანული Toplum TV-ის მთავარი რედაქტორია. გასულ კვირას ამ გამოცემის 9 ჟურნალისტი დააკავა აზერბაიჯანის პოლიციამ. დღეს პოლიციიდან გამოსულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დაკითხვაზე ალიბალ გაჯიევას საქმეზე დაიბარეს.
“დაკითხვის დროს ჩვენ ვიკამათეთ პროცედურულ საკითხებზე. ამიტომ დიდი დრო დასჭირდა”, – ისმაილოვას მოკლე კომენტარს turan.az ავრცელებს.
“აზერბაიჯანის კონსტიტუცია მაძლევს იმის უფლებას, რომ არ მივცე ჩვენება. ჩემი ჩვენება შემდგომ შეიძლება გამოიყენონ ჩემს წინააღმდეგ. მე ჩემი კონსტიტუციური უფლება გამოვიყენე”, – განაცხადა მან. მისი თქმით, პოლიციაში მისთვის არაფერი უთქვამთ დაკითვაზე განმეორებით დაბარების თაობაზე.
ხადიჯა ისმაილოვა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ის ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ეს საქმე ჟურნალისტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრა და 2020 წელს მოიგო კიდეც – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვას უფლებები რამდენიმე მუხლით დაირღვა, მათ შორის: თავისუფლების უფლება და პირადი ხელშეუხებლობა; სამართლიანი სასამართლოს უფლება; გამოხატვის თავისუფლება. სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისთვის 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას