ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის დამსახურებაა.
“ყველას კარგად ესმის და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას ღიად, საჯაროდ საუბრობენ, რომ ეს [სტატუსის მიღება] ქართველი ხალხის დამსაუხურებაა.
მათ შორის მარტის მოვლენების, სადაც რუსული კანონი ფაქტობრივად, დაღეჭეს რუსული პარტიის წარმომადგენლებმა 48 საათში. ამიტომ, ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს და ეს არის ქართველი ხალხი”, – თქვა ხაბეიშვილმა.
14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
