ხაბეიშვილი რეზოლუციაზე: ივანიშვილი იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს მძიმე ნაბიჯები გადადგან

უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 – დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს … უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის … ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან…
ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას – ევროპული კურსიდან გადახვევა, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის. რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის ს გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი.