მთავარი, რაც ვარდების რევოლუციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არის მოქალაქეობის, ამ ქვეყნის მესაკუთრეობის და სიამაყის განცდა. რევოლუციამ უთხრა ხალხს, რომ წავიდა დრო, როცა ხალხი ემსახურებოდა მთავრობას და დადგა დრო, როცა მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს. ჩვენ, აქ შეკრებილ ადამიანებს და კიდევ ასეულობით მოქალაქეს გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ვარდების რევოლუციის იდეალები და რწმენა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი, წარმატებული, გამარჯვებული ევროპული ქვეყანა და ეს ორი იდეა უპირისპირდება დღესაც ერთმანეთს.
ლევან ხაბეიშვილი ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებულ ენმ-ს ღონისძიებაზე.