ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქართულ ოცნებას რუსულ კანონზე პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.
მან აღნიშნული შეთავაზებით მამუკა მდინარაძეს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას მიმართა.
“ამ საკითხის გადაწყვეტა, ვერ ვთანხმდებით – ფაქტია. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ არ იტეხთ და ამბობს, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა [მდინარაძე], თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული.
გთავაზობთ შემდეგ რამეს, ხომ არ გეუბნებით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, ოპოზიციამ გადაწყვიტოს. მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის და ცხოვრების შესაძლებლობა, ნუ აყენებთ ამ ნერვულ მდგომარეობაში. გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად, გინდა არჩევნებამდე ჩაატარეთ, არ ვიცი. ხალხს მიეცით შესაძლებლობა გადაწყვიტოს, მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი. ოღონდ ხელის გადაგრეხვით ნუ აკეთებთ ამას, არ არის მამუკა [მდინარაძე] სწორი…”. – თქვა ხაბეიშვილმა.