ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიის ოფისში ღამით ასამდე ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. დღეს დილით პარტიის ოფისში ჩატარებული ბრიფინგის დროს მას ჰქონდა სქელი, წვეტიანი შუბი, როგორც თვითონ ხაბეიშვილმა უწოდა, და თქვა, რომ ნიღბიანები სწორედ ამით შეიჭრნენ.
ხაბეიშვილის თქმით, ნიღბიანების თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლების გარდა მისი შვილიც იყოც.
“ასამდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებიც ალბათ გდდ-დან, ხარებას სპეცდანიშნულების რაზმიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და იქით წავიდნენ. ამ შემოსასვლელის გარდა ისინი უტევდნენ ჩემგან ხელმარჯვნივ, სამზარეულოდან ცდილობდნენ შემოსვლას, წინა კარიდინაც ჰქონდა მცდელობა რომ შემოსულიყვნენ. იყვნენ ამ შუბებით, ღამის პირველ საათზე შეიარაღებულნი. სამწუხაროა ის, რომ 14 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი აქ. ძალიან რთულია ამ სიგიჟის ყურება, როცა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ხარ”, – თქვა ხაბეიშვილმა.
ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიციას დროული რეაგირებაა არ ჰქონია.