ხაბეიშვილი: ნიკა მელია არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, აღარ არის პარტიის წევრი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა კვირის ფორმულაში პარტიის ყოფილ თავმჯდომარეზე ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, “არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას”.
“საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი [ნიკა მელია] არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. აღარ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით”, – თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილს ჰკითხეს, გაუშვა თუ არა მან პარტიიდან ნიკა მელია, რომელმაც ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეზე პარტიის მიერ წარდგენილ მანიფესტს ხელი არ მოაწერა.
“მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. […] ის არ ირიცხება ნაციონალურ მოძრაობაში”, – თქვა ხაბეიშვილმა.