მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სადრაფში გადაღებული ფეიკ-ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები — ჩვენი ძალა არის საჯაროობა, გამჭვირვალეობა და სიმართლე, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
“შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! – დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც “რემბო” ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!! სადღაც “ტყეში”, ან “პადვალში” დასვამენ ვიღაც გაუგონარ “სასტავს” და აბოდიალებენ რასაც უნდათ – გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!! ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, კობახიძე, ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! – არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და “დამპლური თამაშები” არ გვჭირდება!!! ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!! ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! “საიდუმლო” შეხვედრები და “უტუ-პუტუ” კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით – საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ღიაობა!!! 4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!” – წერს ლევან ხაბეიშვილი
