ხაბეიშვილი კალაძეს: თქვენი ფულის სიყვარულის გამო სიკვდილია ყველა ფეხის ნაბიჯზე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “სადგურის მოედანზე” დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და „ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა”.

ხაბეიშვილმა ს თანამდებობასა და ფულზე დახარბებული მკვლელი უწოდა. მისი განცხადებით, “მათი ფულის სიყვარულის გამო სიკვდილი ყველა ფეხის ნაბიჯზეა”.

პირველ რიგში, ვიზიარებ ამ უდიდეს ტრაგედიას, ტკივილს, რომელიც დედაქალაქში დაგვატყდა… 

“ვიცოდით, რომ ავარიული იყოო, ხალხის ბრალიაო აბა ჩემი ხომ არ იქნებაო” – განაცხადა კალაძემ. მკვლელია ეს კაცი და თავს საპირისპიროს როგორ აჯერებს?! 

მაგალითად, შენს ლოგიკას მივყვებით – ადგილობრივები ვერ დაარწმუნე, მაგრამ იცოდი, თავადაც ამბობ, რომ საფრთხე იყო!

როგორ დააზღვიე იქ გამვლელებისთვის?! რამე სამუშაოები დაიწყე?! ნიშანი დადე, რომ საფრთხეაო?! ხალხს გაყვანას “აძალებდი” – კაცმა რომ გკითხოს და გამვლელებს, ხალხს როგორ  აზღვევდი ამ დროს?! სად გააფრთხილე?! რა გააკეთე?! 

ამ ფეხებზე მკიდია დამოკიდებულებით და ფულის ჭამით ჩამოყალიბდით სერიულ მკვლელებად! თქვენი ფულის სიყვარულის გამო სიკვდილია ყველა ფეხის ნაბიჯზე! კლავთ, თქვენი ამ მომპარაობით და უპასუხისმგებლობით!
შადრევანში ბავშვი, რიყეზე ბავშვი, გლდანში – ლიფტის შახტაში ბავშვი…

მკვლელი ხარ, აბა რა ხარ! – თანამდებობას, ფულს დახარბებული სერიული მკვლელი!” – წერს ლევან ხაბეიშვილი. 

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, “სადგურის მოედანზე” დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და „ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა”.