შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან – ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის, ყველა დააპატიმროს, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა.
“ძვირფასო” ხელისუფლებავ და ბიძინა ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი – არც 9 თვე. მაქსიმუმ, რამდენიმე თვეა დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი შესაძლებლობას გამოიყენებს და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით, აბუჩად აგდებითა და მოტყუებით? ვერ იხსენებთ? ჰოდა მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს.