ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16%-ით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან იქ სხვები, ვისაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ? – ირაკლი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში გამარჯვება უნდა და, თან, მათი თავმჯდომარე 16%-იანი რეიტინგით ამაყობს.
„ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16%-ით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან იქ სხვები, ვისაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ? საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ.
“2012 წლიდან მოყოლებული „ნაცმოძრაობა“ და მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე რვა წააგეს და აუცილებლად წააგებენ მეცხრე, მეათე არჩევნებსაც და ასევე, გარანტირებულად წააგებენ მეთერთმეტე არჩევნებსაც”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას