ხაბეიშვილი: ეს გადაწყვეტილებები იმას უკავშირდება, რომ ოცნებას სერიოზული პრობლემები აქვს

ეს ცვლილებები ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას არ უკავშირდება. მაგალითად, არ უკავშირდება იმას, რომ ხვალიდან ფასები დაიკლებს. ამით ფასების ზრდის პრობლემა არ მოგვარდება. ასევე, არ მოგვარდება სამუშაო ადგილების პრობლემა და ის, რომ ადამიანებს ღირსეული შემოსავალი არ აქვთ. ცხადია, ეს ცვლილებები შვება არც ემიგრანტებისთვის იქნება და არც ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ დაბრუნდება საქართველოში იმიტომ, რომ ქართულ ოცნებაში რაღაც კონკრეტული გადაადგილება მოხდა.
ეს ს ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს უკავშირდება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხს არ ემსახურება. ისინი მოტივირებული არიან, რომ თავად და ბიძინა ივანიშვილი გამდიდრდნენ – აიშენონ ახალი სახლები, ვილები. შესაბამისად, 2024 წელი ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობაა.
ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც იმას უკავშირდება, რომ მათ სერიოზული პრობლემები აქვთ და ის, რომ მათ პრობლემები აქვთ, ეს ჩვენ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, რომ მომავალში ღირსეული სამუშაო ადგილები, შემოსავალი და ეკონომიკა გვქონდეს – და ჩვენს ემიგრანტებსაც ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ ოჯახებში დაბრუნდნენ, საქართველოში იშრომონ და ისინი ისე შეინახონ.
ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას. დღეს, 29 იანვარს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.