ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახარიას პარტიის 21 დეკემბრის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ხალხს მის ამაზე “ადეკვატური რეაქცია” ექნება.
“უნდა გვესმოდეს სხვაობა. აქეთ არის რუსული პარტია ივანიშვილ-გახარიებით, მეორე მხარეს არის ბორის ჯონსონი, მაკრონი, ჩვენი ევროპული, დასავლური პერსპექტივა, თავისუფლება, ეკონომიკური დოვლათი, ამიტომ ხალხი გააკეთებს ანალიტიკას, შეფასებას და დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას ამ შეფასებაზეც ადეკვატური რეაქცია ექნებათ”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
