ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება. ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე, ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, რომ თურმე, სადაც უნდათ, ეს სტატუსი იქ წაიღონ და თუ არ მოგვცემენ, პრობლემა არ არის. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, წინ არის დიდი გამარჯვება.