ხაბეიშვილი დააკავეს სპეცრაზმელებისთვის თანხის საჯაროდ დაპირების გამო, თუ დარბევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დაკავებულია იმის გამო, რომ ის -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.
ხაბეიშვილმა 25 ივლისს საჯაროდ მიმართა ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“, – თქვა მან.
„დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის“, – აცხადებდა ხაბეიშვილი.
ინფორმაცია განახლდება
ხაბეიშვილის დაკავება
ხაბეიშვილი დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, სუსის თანამშრომლებმა.
ხაბეიშვილმა უარი განაცხადა დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების ჩაბარებაზე. „არაფერს ვიბარებ, კაცო“, – უთხრა მან სუსის ერთ-ერთ თანამშრომელს.
„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სუსი [მამუკა] მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, იმას ასრულებს… ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა“, – თქვა მან დაკავებისას.
მისი დაკავების ვიდეო „ფორმულის“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ გადაიღო.
„მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს, შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი“, – თქვა მან.
სუსის შენობასთან მისი თანაპარტიელები, პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები მივიდნენ პროტესტის ნიშნად.
4 ოქტომბერი და „მშვიდობიანი დამხობა“
ბოლო პერიოდში ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური აქტივობა ფოკუსირებულია 2025 წლის 4 ოქტომბერზე, – პარალელურად ადგილობრივი თვითმმართველობის სა, რომელსაც ენმ ბოიკოტს უცხადებს.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს საჭიროა „ქართული ოცნების” რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“ და მრავალი კვირაა, ამ დღეს აქციას აანონსებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას ამ განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ და ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.
ხაბეიშვილის თანაპარტიელმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილის დაკავება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დასუსტებულია.
„მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანად რეჟიმის დამხობა არის ის, რაც ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ“, – უთხრა წითლიძემ ჟურნალისტებს სუსის შენობასთან.
„სასაცილო კაცი“ – ხაბეიშვილზე
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ ჟურნალისტებთან საუბარში ლევან ხაბეიშვილს „სასაცილო კაცი“ უწოდა.
ბოლო რამდენიმე თვეა, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ცნობებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის დაპირისპირების შესახებ.
მმართველი გუნდის ამჟამინდელი ლიდერები, მათ შორის კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელებს „ხაბეიშვილთან კავშირების“ გამო ისე საყვედურობენ, რომ ამ ყოფილი თანაგუნდელების სახელებს არ ასახელებენ.
დღესვე, როდესაც ხაბეიშვილზე საუბრობდა, კობახიძემ განაცხადა:
„ლევან ხაბეიშვილი არის სასაცილო კაცი, რომელსაც მეორე სასაცილო კაცი აძლევს მესიჯებს და ლაპარაკობს“.
„სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, – თქვა მან და გვარი არ დაასახელა.
ვინ არის ხაბეიშვილი
38 წლის ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.
ის 2023 წლის 30 იანვრიდან 2024 წლის 8 ივნისამდე პარტიის თავმჯდომარე იყო. სწორედ მასთან განხეთქილების შემდეგ დატოვა პარტია მ.
ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2024 წლის 8 ივნისს გადადგა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ის თინა ბოკუჩავამ შეცვალა.
ლევან ხაბეიშვილი 2017 წელს თბილისის საკრებულოს წევრად აირჩიეს. 2020 წელს – პარლამენტის წევრი გახდა პარტიული სიით. ის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებდა.
2025 წლის ივლისში დააკავეს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა – თაღლითობის ბრალდებით. ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ცანავა, – რომელიც მისი ახლო მეგობარია, – მასზე ზეწოლის მიზნით დააკავეს.