ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის გამო არ გადამდგარა ენმ-ს თავმჯდომარეობიდან

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ს წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა ს პოდკასტში.
ხაბეიშვილის თქმით, გადადგომის გადაწყვეტილებას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი და მიზანი. მისი სურვილი იყო, რომ შემდგარიყო გაერთიანება ოპოზიციურ ველზე და ჩაითვალა, რომ ამას უფრო ნაკლებად “ხისტი ნაციონალი” სჭირდებოდა.
“გიჟები ხომ არ ვართ, ხომ არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ამას არ ჰქონია პოლიტიკური მდგენელი…
მაშინ პოლიტიკურ ველზე არსებობდა მოსაზრება, რომ კონკრეტულ ადამიანებს პიროვნული პრობლემა ჰქონდათ: ამასთან მე ვერ ვითანამშრომლებ, ამან მე შიგნით არჩევნები მომიგო… მეც ვიზიარებდი რომ ერთიანობა… ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია ივანიშვილის დასამარცხებლად. ზოგადად არ მიმაჩნია რომ ნორმალურ დემოკრატიაში ყველა ერთად უნდა იყოს, მაგრამ ავტოკრატიის პირობებში ძალა ერთობაშია.
ამ გადაწყვეტილებამდე [გადადგომამდე] ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი და მერე როცა ჯანმრთელობის პრობლემაც შემექნა, ეს გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკურ მდგენელთან ერთად, ცხადია, ისე არ მივიღებდი. ვიფიქრე, თუ არსებობს ერთიანობის შესაძლებლობა და ვიღაცას ხაბეიშვილი არ მოსწონს ან სიმაღლის გამო ან არჩევნები მომიგო ან მის პოლიტიკურ გემოვნებას არ აკმაყოფილებს – იქნებ ვცადო და მე თუ არ ვიქნები და იქნება შედარებით უფრო არარადიკალური ადამიანი, პირობითად ვამბობ… არა უფრო ხისტი ნაციონალი როგორადაც მე აღვიქმები… შეიძლება მე ხისტად აღვიქმებოდე, მაგრამ უფრო კომპრომისული ვიყო ბევრ საქმეში, მაგრამ საჯარო სივრცეში ასე აღიქმება. ვიფიქრე, იქნებ შედგეს ერთიანობა-მეთქი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მე ამიტომ მივიღე. თუმცა ერთობა მაინც არ შედგა. მაინც ყველა პარტია სხვა გზით წავიდა და გარკვეულმა ჯგუფმა სცადა პარაზიტირება ნაციონალურ მოძრაობაზე’, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა ღიად გააკრიტიკა და გიორგი გახარიას პარტია, რომლებიც მისი თქმით, ახლაც არ უჭერენ მხარს პარტიების გაერთიანებას, რასაც ის გამოსავლად მიიჩნევს. ხაბეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არც ლელო ეხატება გულზე, თუმცა იქ ეგულება ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერებიც არიან და მისაღებებიც, მან გააკრიტიკა კოალიცია ცვლილებებისთვის. მისი აზრით, გახარიასგან და ლელოსგან თუ მოსალოდნელი იყო ერთიანობაზე უარის თქმა, #4 ნომერს ეს არ უნდა გაეკეთებინა.
ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარის პოსტი 2024 წლის ივნისში დატოვა. ის ამ თანამდებობაზე თინა ბოკუჩავამ ჩაანაცვლა. ამ ამბებს წინ უძღოდა არჩევნები ენმ-ში, რომელშიც ხაბეიშვილმა დაამარცხა, რასაც პარტიაში თან სდევდა დაპირისპირება.