ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – თორნიკე ჭეიშვილი

იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი – სახელმწიფო ხელისუფლებაც, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 317-ე მუხლის ჩანაწერს.
ჭეიშვილის განცხადებით, საქმე სამართლებრივად დასრულებულია, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულს ჩაბარდა და 13 წლის წინანდელი რეალობას აღარ ეკუთვნის.
„იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა:
ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი – სახელმწიფო ხელისუფლებაც.
რაც შეეხება ქრთამის დაპირებას, ამ შემთხვევაში თავადაც არ შედიან კამათში და აქცენტი სპეცრაზმელების ჩვენებებზე (და იმ ნაწილზე, სადაც მოწმე პირად ემოციაზე საუბრობს, რომელსაც სამართლებრივ შეფასებასთან საერთო არაფერი აქვს) გადააქვთ, რაც საერთოდ რომ არ ყოფილიყო, მაინც არაფერი იცვლებოდა, რადგან დაპირებაც საჯაროდ იყო განხორციელებული და მასაც კონკრეტული ობიექტი ჰყავდა – ნებისმიერი სამართალდამცველი, ვინც არ შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გაიტანდა საიდუმლოს და ა.შ.
იურიდიულად კითხვის ნიშნები არ არსებობს, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულია და 13 წლის წინანდელ პერიოდს ჩაბარდა!“- წერს თორნიკე ჭეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში