“ხაბეიშვილის დაკავება განპირობებულია შიშით” – ენმ-ის განცხადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (ენმ) განცხადებას ავრცელებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ს დაკავების შესახებ. მათი შეფასებით, ხაბეიშვილი უკანონოდ დააკავეს.
გარდა ამისა, პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება “ქართული ოცნების” შიშის გამოხატულებაა.
“ნეტგაზეთი” სრულად გთავზობთ ენმ-ის ნაცხადებას.
“დღეს, მოღალატე კრიმინალთა რუსულმა ბანდამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აბსურდული ბრალდებით უკანონოდ დააკავა. რეჟიმის ეს ქმედება განპირობებულია შიშით, ქართველი ხალხისგან მიიღოს ის რისხვა, რომელიც 13 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული მოღალატური, რუსული პოლიტიკის გამო დაიმსახურეს. რეჟიმის ამოცანა ნათელია – მათ სურთ საზოგადოებაში შიშის დათესვა და ახალი რეპრესიული ტალღის აგორება. მათი მიზანია პუტინის პირადი ტყვისა და რეჟიმის პოლიტიკური პატიმრის, ს ლიდერობით მოქმედმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ისევე როგორც მთელმა ქართულმა პატრიოტულმა საზოგადოებამ ხელი აიღოს ამ მოღალატეთა რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი, უკომპრომისო ბრძოლისგან, რომლის მიზანია საქართველო გავათავისუფლოთ ს მეხუთე კოლონის მმართველობისგან და კვლავ, დავაყენოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზაზე. ლევან ხაბეიშვილის დაკავება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა, მას არ მიეცა ადვოკატის დაცვით სარგებლობის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის საშუალება. რეჟიმის შიში, განსაკუთრებით გამძაფრდა 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის მიმართ ქართველი ხალხის პრინციპული მიუღებლობის გამო, რასაც ლევან ხაბეიშვილი მუდმივად ხაზს უსვამდა და მოქალაქეებს რუსული სპეცოპერაციის პუნქტებთან მისვლის ნაცვლად, თბილისში, რუსთაველი გამზირზე შეკრებისკენ და ერთად საქართველოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვუწოდებთ, საზოგადოებას, მიუხედავად სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიებისა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად!”, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება