ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა და დაპირისპირება ენმ-ში – რას პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გუნდი აჯანყებულებს

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა ფოთში, საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თანამდებობების დატოვებად დაუჯდათ. 29 ნოემბერს, მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მალევე, მოქმედი მენეჯმენტის საპასუხო განცხადებაც მოყვა. დარეჯან ცქვიტარია და პაატა ჩაგანავა მოხსნეს და გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურადაც გააფორმეს.
პარტიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა, მხოლოდ დან არ ისმის. სხვა რეგიონების მსგავსად, დღეს იგივე პოზიცია თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც დააფიქსირეს.ხაბეიშვილის წასვლის მოთხოვნას მათი მხრიდან ისიც დაემატა რომ პარტიაში ეს პოზიცია საერთოდ გაუქმდეს., საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების აზრით, ”ნაციონალურ მოძრაობას” დროებითმა მმართველმა ორგანომ უნდა უხელმძღვანელოს.
თანაპარტიელების მოთხოვნა ”ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტისთვის არასერიოზულია. ხაბეიშვილის გუნდში ამბობენ, რომ თავმჯდომარე არ გადადგება და არც დროებითი მმართველი ორგანო ჩამოყალიბდება. ისინი, ნიკა მელიას თანამოაზრეებს, ურჩევენ პარტიის დაზიანება შეწყვიტონ. ყოფილი თავმჯდომარის გუნდი კი პირიქით, პარტიის გახლეჩაში მოქმედ მენეჯმენტს ადანაშაულებს.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” შიდა დაპირისპირება დაშლამდე მიიყვანს.ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ის, რაც ახლა ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.
”ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება შიდა პარტიული არჩევნების ჩანიშვნის პარალელურად დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე