ჭყონია: ინვესტიციები არც განიხილება, რადგან, პირველ რიგში, გვყავს სანქცირებული მოსამართლეები

ინვესტიციების თემა, მოკლედ რომ გითხრათ, დღევანდელ სიტუაციაში არც განიხილება. ინვესტორობა ხელობაა, პროფესიაა. ინვესტორობა არ არის ემოციაზე აგებული. ინვესტორები განსხვავებული აბსოლუტურად ტიპები არიან. […] არც განიხილება, რომ საქართველოში ინვესტიცია ჩამოვიდეს დიდი პროგრამებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გვყავს სასამართლოს სანქცირებული მოსამართლეები, რომლებსაც ვიცავთ. ვერ გამიგია, რატომ ვიცავთ, როდესაც სანქცირებულია. რა მიზანი გვაქვს – გაჭირვებულს ვუდგავართ გვერდში? სახელმწიფოს იმიჯზე მოქმედებს ყველაფერი.